Saturday, June 22, 2013

ტრენინგი "ვიდეო, როგორც სასწვლო რესურსი"


 2013 წლის 22, 23 და   24 ივნისს დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი : "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი". ტრენინგზე მოწვეული იყვნენ მასწავლებლები დედოფლისწყაროს რაიონის სკოლებიდან:

მასწავლებლებმა ტრენინგის ფარგლებში ისწავლეს პროგრამა "Movie Maker", მოამზადეს კლიპები, ატვირთეს ვიდეოების პორტალზე, გამოაქვეყნეს (ტრენინგის მიმდინარეობის ფოტოკოლაჟი)


  • ხორნაბუჯის საჯარო სკოლა  -  ვიდეო
  • სამრეკლოს საჯარო სკოლა - ვიდეო
  • ოზაანის საჯარო სკოლა - ვიდეო
  • დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა - ვიდეო
  • დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა -  ვიდეო
  • არბოშიკის საჯარო სკოლა - ვიდეო
  • ზემომაჩხაანის საკჯარო სკოლა - ვიდეო
  • გამარჯვების საჯარო სკოლა - ვიდეო

ეს  მხოლოდ დასაწყისია!   დიდი შემოქმედებთი და საინტერესო გზის დასაწყისი. 

Sunday, June 20, 2010

ტრენინგი "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში" - მეორე დონე - 2010 წლის ივლისში ჩატარდა დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. ერთდროულად მუშაობდა ოთხი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო რაიონის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებისაგან. 50 მონაწილედან სასერთიფიკატო მოთხოვნები დააკმაყოფილა 46 პედაგოგმა, შესრულებული დავალებების საფუძველზე მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ სერთიფიკატები.

ტრენინგები ტარდებოდა მშვიდ, საქმიან გარემოში, რაც მასპინძელი სკოლის დიდი დამსახურებაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ლაპიაშვილს ტრენინგებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო.
ტრენერი: ლალი გიგაური





ტრენინგში მონაწილე პედაგოგები და მათი ნამუშევრები:


დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა:
დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლა :
    სოფელ ჯაფარიძის საჯარო სკოლასოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა:სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა:სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა:სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა:

    სოფელ წითელწყაროს საჯარო სკოლა:

    Monday, March 22, 2010

    მოკლედ დედოფლისწყაროს რაიონის შესახებ...


    დედოფლისწყარო - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში წარმოადგენს დედოფლისწყაროს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, (ყოფილი წითელწყარო).იგი მდებარეობს შირაქის ვაკეზე. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს.მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).
    ადგილმდებარეობა
    დედოლისწყაროს მუნიციპალიტეტს, რომლის ფართობია 2532 კვ2, კახეთის ტერიტორიის 22 პროცენტი უჭირავს. იგი მდებარეობს მდ. ალაზნის ველსა და მდ. იორის კალაპოტებს შორის ამაღლებულ ზეგანზე, რომლის უმდაბლესი წერტილი (90 მ ზღვის დონიდან) იმყოფება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდ. იორის შესართავის მახლობლად, ხოლო უმაღლესი წერტილი, მთა ნიკორასციხე (1001 მ ზღვის დონიდან) ქ. დედოფლისწყაროს სამხრეთითაა.
    მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ვაშლოვანის ნაკრძალი, რომლის ფართობი 10 000 ჰექტარს აღემატება. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის რამდენიმე პერიოდულად შრობადი მდინარე. ეს ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით. ნაკრძალის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშ ყველაზე დაბალი ადგილი - ელდარის დაბლობი (90-150 მ).
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალური და ჩრდილო ნაწილი ძირითადად სახნავ-სათეს მიწებს, ვენახებს, ბაღებსა და სხვა სავარგულებს უჭირავს.
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილოეთით - სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
    ისტორიული წარსული
    უძველესი დრიოდან დღევანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის "კამბეჩოვანის" შემადგენლობაში. ის თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიას და ხან კახეთის და ხან ჰერეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. თავისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო ამ მხარეში დიდი ხნის წინ ცხოვრება ჩქეფდა, რასაც ადასტურებს უამრავი ისტორიული ძეგლი, არქეოლოგიური მასალა, ნასახლარები მოკირწლული ქუჩებითა და ხელოვნური სარწყავი სისტემით.
    მე-17- მე-18 საუკუნეში კამბეჩოვანში თითქმის 70-80 ათასი კაცი ცხოვრობდა, მის მთავარ ქალაქ ხორნაბუჯში კი - დაახლოებით 10-15 ათასი. მე-12 საუკუნეში, თამარის მეფობის ხანაში, ციხე-ქალაქი განსაკუთრებით გაძლიერებულა და ჩაბმული ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში.
    ქიზიყში ახლაც ცოცხლობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც თამარ მეფეს თავის მეუღლე დავით სოსლანთან ერთად ეწვია კამბეჩოვანს და ორი კვირა იცხოვრა ხორნაბუჯში. მთის წვერზე კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალს წყალი ოქროს თასით დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია წყალი ციხისთვის დაეახლოვებინათ ისე, რომ არ მოეშალათ მისი პირვანდელი სათავე. იმავე წელს ეს წყაროს წყალი თიხის მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიუყვანიათ და სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ და ეს სახელი იქ გაშენებულ დაბაზე გადავიდა მოგვიანებით. მთის წვერზე კი დღესაც გადმოჩუხჩუხებს "თამარის წყარო".
    ისტორიული ძეგლები
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების სიმრავლით.

    ხორნაბუჯი მე-3-მე-4 საუკუნეების კლდეზე ნაგები ციხე-ქალაქია. იგი მაღალი კლდის მასივზე მდებარეობს, აქ შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები, მათ შორის: წყალსაცავის და კარის ეკლესიის ნაშთებიც. 1858 წელს აქ გაიარა ალექსანდრე დიუმამ და აღწერა ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი და ელიას მთა.


    დედოფლისწყაროს რაიონი მდებარეობს ივრის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს რეგიონი ძირითადად წარმოდგენილია ვაკე-ტაფობებით, სერებით, ბორცვებით და დაბალი მთებით. აღსანიშნავია ტარიბანას, დიდი და პატარა შირაქის ტაფობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელიას მთა, რომელიც თავისი ფორმით ქალის ფიგურას მოგვაგონებს.